საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორის მინისტრის ვიზიტი იტალიაში

ვიზიტი დაფინანსდა და განხორციელდამიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს დიასპორის საკითხებში საქართველოსსახელმწიფო მინისტრის აპარატის ეფექტურობის გაზრდას, რომ გაიზარდოს ქართული დიასპორის წვლილი ქვეყნისმდგრად განვითარებაში და გაძლიერდეს ჩვენი თანამემამულეების კონტაქტი სამშობლოსთან. აღსანიშნავია, რომშეხვედრები გაიმართა იტალიის პარლამენტის იმ დეპუტატებთან, რომლებიც იტალიის ფარგლებს გარეთ -უცხოეთში მცხოვრებმა იტალიელებმა აირჩიეს. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრებიგამართა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში, სადაც გაეცნენ ქვეყნის პოლიტიკასადა პროგრამებს უცხოეთში მცხოვრებ იტალიელებთან დაკავშირებით; ასევე, შეხვედრა გაიმართა იტალიის შინაგანსაქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ და თვითმმართველობების დეპარტამენტებში. კონსტანტინე სურგულაძე დაზაალ სარაჯიშვილი ასევე შეხვდნენ ორგანიზაცია IOM-ის, FIEI-იტალიის ემიგრაცია-მიგრაციის ფედერაციის, INPSსოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და OICS ინტერ-რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისობსერვატორიის უმაღლეს წარმომადგენლობებს. ვიზიტი 9 აპრილს დაიწყო და 13 აპრილს დასრულდა.