საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის განცხადება

2009 წლის 25 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკამ, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ქვეყანამ, გააკეთა განცხადება, რომელშიც მან მკაცრად დაგმო ა.წ. 21 ივნისს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრულზე განხორციელებული თავდასხმა აფხაზეთის, საქართველო ადმინისტრაციული საზღვართან. აღნიშნული თავდასხმის შედეგად დაიღუპა თანმხლები სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი და დაშავდა მანქანაში მყოფი ექიმი.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ავთანდილ ახალაძის ოჯახსა და ნათესავებს.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის განცხადებით, ნებისმიერი თავდასხმა ევროკავშირის შეუიარაღებელ მონიტორებზე და პატრულზე სრულიად დაუშვებელია.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა მოუწოდებს ყველა მხარეს შეასრულონ საკუთარი წილი ვალდებულება მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის განცხადებით, აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული ქმედების ჩამდენნი წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

2009 წელი 25 ივნისი