საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) სანაცვლოდ, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების მიზნით.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

დაინტერესებული პირის მიერ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღებაზე მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადებისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

სრულწლოვანი პირისთვის საფოსტო გზავნილის მეშვეობით მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
 - ამობეჭდეთ და შეავსეთ ანკეტა  
 - ჩააკარით თქვენი ფოტო 
-  წარმოადგინეთ 1 ფოტოსურათი დისკზე
-  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა)
-  გადახდილი ქვითრი
 - სამგზავრო ბილეთის ასლი

აღნიშნული დოკუმენტაცია კონვერტით გამოაგზავნეთ საქართველოს საელჩოს მისამართზე: Ambasciata di Georgia / Corso Vittorio Emanuele II, 21 - 00186 Roma

გთხოვთ განაცხადში მიუთითოთ საკონტაქტო ელ-ფოსტა. შეტყობინება დოკუმენტის დამზადების შესახებ გეგზავნებათ მხოლოდ ელ-ფოსტაზე.

მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 32 ევრო იხ. გადახდის ქვითარი


არასრულწლოვანი პირისთვის 
- ანკეტა, რომელსაც ადგილზე შეავსებთ;
- ერთ-ერთი მშობლის თანხმობა;
დაბადების მოწმობა 
 ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილის ბეჭდით!
- ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წარმომადგენლის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაბადების მოწმობა
არასრულწლოვანთათვის დასაბრუნებელი მოწომობა არის უფასო ყურადღება!

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. 
ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, საშუალება გაქვთ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.

იხ. ონლაინ ჩაწერის ინსტრუქცია

შეღავათები საკონსულო მოსაკრებელზე:

50 % თავისუფლდება

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირებადდევნილებად ცნობილნი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

100 % თავისუფლდება

  • 18-წლამდე პირები;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;