საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პასპორტი არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. არასრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 3 წლის, ხოლო სრულწლოვანზე 10 წლის მოქმედების ვადით.

ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის მისაღებად უნდა გამოცხადდეთ საკონსულო სამსახურში, ბიომეტრული მონაცემების (ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები და ხელმოწერა) აღების მიზნით.

თუ თქვენ უკვე აღებული გაქვთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ტექნიკურად შესაძლებელია ამ მონაცემების ხელმეორედ გამოყენება. შეგიძლიათ დისტანციურად მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს http://sda.gov.ge/?page_id=4118

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ--გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.

დამზადებული დოკუმენტის გატანა შესაძლებელია საკონსულოში პირადი  გამოცხადების ან კურიერის მეშვეობით.

  • სრულწლოვნის პასპორტის საფასურია - 124, 94 ევრო
  • პასპორტის დამზადების ვადაა - 45 დღე

შეღავათები:

100 % თავისუფლდება

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.
  • საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პირები, რაც დასტურდება დოკუმენტურად.

50 % თავისუფლდება

  • იძულებით გადაადგილებული პირები;
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • 18 წლამდე ასაკის პირები.

10 % თავისუფლდება

  • სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით

 

საფასურის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს რეესტრის შემოსავლების საბანკო ანგარიშზე:

BancoPosta

AMBASCIATA DELLA GEORGIA GESTIONE ANAGRAFICA

Codice IBAN:  IT12 F076 0103 2000 0102 2929 572

Codice BIC/SWIFT: BPPIITRRXXX