საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის განახლდა 1992 წლის 11 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები იტალიაში:

  • კარლო სიხარულიძე - 01.03.2013 - დღემდე
  • კონსტანტინე გაბაშვილი - 01.08.2008-01,11.2012;
  • ზაალ გოგსაძე - 2004 - 2008წ.წ.
  • რუსუდან ლორთქიფანიძე - 1999-2004წ.წ.
  • ბეგლარ თავართქილძე - 1994-1998წ.წ.

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ფედერიკა ფავი (Federica Favi) - 02.08. 2011- დღემდე;
  • ვიტორიო სანდალი (Vittorio Sandalli) - 2007- 2011წ.წ.
  • ფაბრიციო რომანო (Fabrizio Romano) - 2004-2007წ.წ.
  • მიქელანჯელო პიპანი (Michelangelo Pipan) - 2000-2003წ.წ.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ეკონომიკა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება და მეცნიერება.

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. ბოლო ამგავრი კონსულტაციები, გაიმართა ქ. თბილისში, 2012 წლის 20 ივლისს, დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

ორ ქვეყანას შორის წარმატებით ხორციელდება საპარლამენტო თანამშრომლობა. აღსანიშნავია, იტალიის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა არაერთი ვიზიტი საქართველოში.

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას აკავშირებთ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. 2004 წლიდან, პერიოდულად, იმართება იტალიურ-ქართული ეკონომიკური და ბიზნეს ფორუმები. პრიორიტეტს წარმოადგენს საამშენებლო და ინფრასტურქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგები.

იტალიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. იტალიის მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს სასწავლო სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისათვის. სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის ხორციელდება გაცვლითი პროგრამები.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო რესურსის წარმოჩინების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება.

საქართველო-იტალიის სავაჭრო ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)

წლები

2009

2010

2011

2012

ბრუნვა

151

157.1

260

324.3

ექსპორტი

23.3

23.4

75

53.3

იმპორტი

127.7

133.8

185

271.0

საქართველოს მხრიდან იტალიაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2012 წელი

  • 13 აპრილი - თბილისი მერის, გიორგი უგულავას ვიზიტი.

2011 წელი

  • 10-12 მარტი - შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ვიზიტი;
  • 17-19 აპრილი - პრემიერ-მინისტრის, ნიკოლოზ გილაურის სამუშაო ვიზიტი;
  • 2 ივნისი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.

2010 წელი

  • 8-9 თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი;
  • 9 აპრილი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;
  • 20-22 აპრილი -პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი;
  • 4-5 ივნისი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.

2009 წელი

  • 18-21 ნოემბერი - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი;
  • 18-23 ნოემბერი - სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის ვიზიტი;
  • 16-18 დეკემბერი - შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ვიზიტი.

2008 წელი

  • 20-21 იანვარი -საგარეო საქმეთა მინისტრის,ეკა ტყეშელაშვილის ოფიციალური ვიზიტი.

2007 წელი

  • 24-26 იანვარი -საგარეო საქმეთა მინისტრის,გელა ბეჟუაშვილის ოფიციალური ვიზიტი.

2005 წელი

  • 7 მარტი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი.

იტალიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2012 წელი

  • 13-15 მაისი - იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის მიზნით.

2011 წელი

  • 15 ივნისი - იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი.

2009 წელი

  • 3-4 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალფრედო მანტიკას (Alfredo Mantica) ვიზიტი;
  • 1-2 ოქტომბერი - კულტურისა და სპორტის საკითხებში ქ. რომის ვიცე-მერის, უმბერტო კროპის (Umberto Croppi) ვიზიტი.

2008 წელი

  • 3 სექტემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკო ფრატინის (Franco Frattini) ვიზიტი.

2007 წელი

  • 17-18 სექტემბერი - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმბერტო რანიერის (Umberto Ranieri) ხელმძღვანელობით.

2006 წელი

  • 19 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ფამიანო კრუჩანელის (Famiano Cruccianelli) ოფიციალური ვიზიტი.

2004 წელი

  • 27-29 ივნისი - საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკო ფრატინის ოფიციალური ვიზიტი;
  • 24 ნოემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარგერიტა ბონივერის (Margherita Boniver) ოფიციალური ვიზიტი.

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში:

მის: ქ.რომი, ვიტორიო ემანუელე II-ს გამზირი N.21, მესამე სართული. (Corso Vittorio Emanuele II, 21 Scala A, piano III, 00186 Roma, Italia)

ტელ:+(3906)699-232-98, 699-258-09

ფაქსი: +(3906) 699-419-42

E-Mail : amgeorgia@libero.it; rome.emb@mfa.gov.ge

იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში:

მის: 0108 თბილისი, ჩიტაძის 3ა

ტელ:299-64-18
ფაქსი:299-64-15
E-Mail: embassy.tbilisi@esteri.it

ბმულები:

www.italy.mfa.gov.ge - იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ოფიციალური ვებ-გვერდი;

www.ambtbilisi.esteri.it - საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი;

www.esteri.it - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი;

www.quirinale.it - იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი;

http://www.parlamento.it - იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი;

www.governo.it - იტალიის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი.